დავით მათიკაშვილი ენმ-ზე – რასაც ვუყურებთ, მათი ბოლო ჟამია
By

დავით მათიკაშვილი ენმ-ზე – რასაც ვუყურებთ, მათი ბოლო ჟამია

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა  მედიასთან კომენტარი გააკეთა  პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ პარტიას  საქართველოს მოსახლეობისგან მხარდაჭერა არ აქვს.

„იმისთვის, რომ თავის უცხოელ პატრონებთან თავი მოიწონონ, ერთმანეთთან გავეშებული დაპირისპირება აქვთ, ვინ იქნება ისეთი, ვინც მათი ბელადის გულს მოიგებს. შემდეგ, ბელადი მათ მხარს დაუჭერს და პრაქტიკულად, პოლიტიკურ დეგრადაციაში საქმიანობას გააგრძელებს, მათი აზრით, თუმცა სინამდვილეში, პოლიტიკურ საქმიანობას დაასრულებს. წარმოუდგენელია, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, შეძლოს და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს. მით უმეტეს, ისეთმა, რომლის დანაშაული და ცოდვები საზოგადოებისთვის ცნობილია. მათ სხვა შანსი არ აქვთ, რასაც ვუყურებთ, მათი ბოლო ჟამია“, – აღნიშნა  დავით მათიკაშვილმა.

  • No Comments
  • ივლისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *