დაკავება – აჭარაში
By

დაკავება – აჭარაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვაში დახმარება, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.

,,სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის, ასევე, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეფედრონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მეთადონი“, „მცენარე კანაფი“ და „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *