დენის სალუქვაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
By

დენის სალუქვაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მინისტრმა, ასევე, აჭარაში აგროსასურსათო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ საქმიანობასა და აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.

დენის სალუქვაძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის სახელმწიფოს და ბატონ ელჩს ციტრუსის სანერგე მეურნეობის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვისა და მოდერნიზაციის მიმართულებით მხარდაჭერისთვის, ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილი და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და მინისტრის თანაშემწე მეგი ჯაფარიძე.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *