დენის სალუქვაძე ქობულეთში დაფინანსებულ მეურნეობებს გაეცნო
By

დენის სალუქვაძე ქობულეთში დაფინანსებულ მეურნეობებს გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის  „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსებული ობიექტები დაათვალიერა. მინისტრი ადგილზე გაეცნო სათბურების, მეციტრუსეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებებს, ასევე ახლად გაშენებულ მოცვის ბაღსა და ბენეფიციართა საქმიანობას.

როგორც დენის სალუქვაძემ აღნიშნა, ადგილობრივი ფერმერებისა და საოჯახო მეურნეობების გაძლიერება სამინისტროსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„2026 წლის მიმდინარე პროგრამები სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი საოჯახო მეურნეობები ეტაპობრივად ვითარდება, ზრდის წარმოებას და ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შრომით შექმნას დამატებითი შემოსავალი და გააძლიეროს ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, ახალი შესაძლებლობების შექმნას და სოფლის მეურნეობის განვითარებას აჭარის მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა მინისტრმა ფერმერებთან შეხვედრისას.

პროგრამის მთავარი ამოცანა საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, დასაქმების ზრდა, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვა და პროდუქციის წარმოების გაფართოებაა.

დღეის მონაცემებით, თანადაფინანსებით უკვე ისარგებლა 2 500-მდე ფერმერმა. პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და ჯამში 4 000-მდე ბენეფიციარს მოიცავს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ აბულაძე და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *