By
დეპარტამენტის ორგანიზებით, 70-მდე მზარეული გადამზადდა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, ხულოსა და ხელვაჩაურში მზარეულებს კულინარიული მასტერკლასები ჩაუტარდათ.
ტრენინგების ბოლო დღეს მზარეულებმა ტრენერთან ერთად, ქათმის სხვადასხვა კერძი მოამზადეს: ჩახოხბილი, ქათმის ფიფინა, ქათამი ბრინჯით, ქათმის ფრთები ფესტილის სოუსით, ქათმის ბარკალი ტკბილ-ცხარე სოუსით.

დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული კულინარიული მასტერკლასების ფარგლებში, რეგიონში ჯამში 70-მდე მზარეული გადამზადდა.
ერთკვირიანი ტრენინგების პრაქტიკული სწავლებები ითვალისწინებდა ფრინველისა და ხორცეულის დამუშავებას, ფრინველის, ხორცეულის, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის მომზადებას.
ტრენინგები 11 მაისს ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ივნისის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.