დოკუმენტაციის ეტაპობრივი შესწავლა დაიწყო
By

დოკუმენტაციის ეტაპობრივი შესწავლა დაიწყო

ბათუმის მერიაში უსახლკარო პირებისა და ოჯახების მიერ წარმოდგენილი განცხადებების შემსწავლელი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა, რაც პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.

კომისიამ დაიწყო წარმოდგენილი განცხადებების ერთიან რეესტრში გადატანის პროცესი და დოკუმენტაციის ეტაპობრივი შესწავლა.

უკვე მიმდინარეობს თითოეული განაცხადის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით, რაც უსახლკარო პირებისა და ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესში, კონკრეტულ და პრაქტიკულ ქმედებებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის მიზნით, განცხადებების მიღება ბათუმის მერიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს დასრულდა და დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, იმ პირებისა და ოჯახების მიმართ, რომლებიც დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და უსახლკაროს სტატუსი მიენიჭებათ, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები.

  • No Comments
  • მაისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *