დონალდ ტრამპი იტალიიდან და ესპანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანაზე
By

დონალდ ტრამპი იტალიიდან და ესპანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის ჯარების იტალიიდან და ესპანეთიდან გაყვანას მას შემდეგ, რაც მიანიშნა, რომ შესაძლოა ეს გერმანიასთან დაკავშირებით გააკეთოს, უპასუხა:

„ალბათ. რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? იტალიამ არანაირი დახმარება არ გაგვიწია და ესპანეთი საშინელება იყო. როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ. ირანთან დაკავშირებით არანაირი დახმარება არ გვჭირდებოდა. მათი დახმარება არ მჭირდებოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ კი, ძალიან გვსურს თქვენი დახმარება, რადგან მინდოდა მენახა, გააკეთებდნენ თუ არა ამას და ყველა შემთხვევაში, მათ თქვეს, „არ გვინდა ჩარევა“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გერმანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირებას განიხილავს.

„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში ჯარების შესაძლო შემცირების საკითხს, რის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს მოკლე დროში იქნება მიღებული“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

 

  • No Comments
  • მაისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *