დონალდ ტრამპი – ნიკოლ ფაშინიანს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს ხელახალი არჩევისთვის
By

დონალდ ტრამპი – ნიკოლ ფაშინიანს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს ხელახალი არჩევისთვის

„სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას აძლიერებს, მდიდარს და ძალიან უსაფრთხოს ხდის!“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ გვერდზე წერს.

ტრამპის თქმით, ნიკოლ ფაშინიანი სრულად იზიარებს მის ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ.

„ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ. ჩვენი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლახანს ეწვია სომხეთს, სადაც წინ წაწია რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმება ჩვენი ორივე ქვეყნისთვის. მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაყრიან საფუძველს ტრამპის გზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე წვდომაში. ამ მიზეზების გამო, ნიკოლს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისს ხელახალი არჩევისთვის. ნიკოლის დახმარებით, შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ოდესმე არსებულზე უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ“, –

წერს ტრამპი.

 

 

 

  • No Comments
  • მაისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *