დონალდ ტრამპი: ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან აუდიენცია
By

დონალდ ტრამპი: ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან აუდიენცია

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრებმა კარგად ჩაიარა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარეებმა ბევრი საკითხი განიხილეს.
„ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. ბევრი საკითხი იქნა განხილული. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ასევე, ტრამპის თქმით, კარგი შეხვედრა ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთანაც.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუს ჩემს წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა! ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

  • No Comments
  • ივლისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *