ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6.0% შეადგინა
By

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6.0% შეადგინა

2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6.0% შეადგინა, ხოლო 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 7.4%-ს გაუტოლდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

იანვარ-სექტემბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 6,153.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა კი 60.3%-ს გაუტოლდა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *