By
ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ეკონომიკურმა საბჭომ რიგი კომპანიების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ იმსჯელა.
მთავრობის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მექანიზმები, არსებულ გამოწვევები, რეგიონისთვის პრიორიტეტული ინიციატივები და პროექტების მოზიდვის შესაძლებლობებიც განიხილეს.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, არსებული საჭიროებების დროული გამოვლენისა და ეფექტიანი რეაგირებისთვის, კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.