ელისო ბოლქვაძე იაპონიის ელჩს შეხვდა
By

ელისო ბოლქვაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრაზე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის, ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა სახელოვნებო განათლების მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა ბათუმელი პიანისტების იაპონიაში, საერთაშორისო ფესტივალებში ჩართვის შესაძლებლობაზე.
საუბარი ასევე შეეხო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

ელჩმა მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრას იაპონელი პიანისტი, მაესტრო უსუი ტოშიკი და მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • აპრილი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *