ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ კომუნიკაციების ცენტრ „დუბნას“ კიდევ ერთხელ მიაღწია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს, ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრ „დუბნას“ კიდევ ერთხელ მიაღწია. ეს სატელიტური კომუნიკაციების სპეციალური ობიექტია, რომელიც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო კონტინგენტის მოქმედებების კოორდინაციისთვის გამოიყენება“, – წერს ზელენსკი სოცვიალურ ქსელში.
მისი თქმით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრამდე მანძილი 500 კილომეტრზე მეტია.
„ბოლო დროს, ჩვენმა თავდაცვის ძალებმა უკვე ოთხ მსგავს რუსულ ცენტრს მიაღწიეს. ჩვენ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გეგმას ვახორციელებთ და აგრესორ სახელმწიფოს უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარებას და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ვურთულებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.