ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი დონის ფორუმზეა მიწვეული
By

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი დონის ფორუმზეა მიწვეული

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია 25–26 სექტემბერს ვაშინგტონში დაგეგმილ მაღალი დონის ფორუმზეა მიწვეული. ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, მასშტაბურ შეხვედრაზე „Prosperity through Peace, Investing in TRIPP“-ი  („კეთილდღეობა მშვიდობის გზით, ინვესტირება TRIPP-ში“), რომელიც სამხრეთ კავკასიაში „ტრამპის მარშრუტს“ ეხება, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური და ბიზნესელიტის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

„საქართველოს შიდა თუ გარე მტრების მიერ ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის მცდელობების მიუხედავად, ეს მცდელობაც თავზე ენგრევათ, როგორც მიწისძვრის დროს იცის ხოლმე. ამ ფორუმზე საქართველოს ოფიციალურად მიწვევა კი რასაც ნიშნავს, ვფიქრობ, ყველა გონიერი ადამიანი ხვდება და დამატებით ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. ასე რომ, იქნება ჩვენს ქუჩაზეც დღესასწაული!“ – აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *