ზაზა დიასამიძემ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა
By

ზაზა დიასამიძემ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

სოფელ ახალსოფელში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ მხეიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის დელეგატმა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ, საკრებულოს წევრებმა და მერიის წარმომადგენლებმა.

ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფისთვის შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელში სატრანსპორტო კავშირებსა და ხელმისაწვდომობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა სრულიად განახლებული და მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *