By
„ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესანიშნავი იქნება“
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შესანიშნავი იქნება.
„მიხარია, რომ შესაძლო შეხვედრაზე საუბრობდნენ. ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ შეხვდებიან“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი თქმით, ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს.
„ორივე კომპრომისზე წავა, მე ეს კომპრომისები შევთავაზე და იცით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი რამ გავაკეთეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა. „უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ“, – აღნიშნულია წერილში.