ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთში ომის მხარდამჭერ 8 ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა
By

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთში ომის მხარდამჭერ 8 ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთში ომის მხარდამჭერ რვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა.

„დარტყმები განხორციელდა იამალ-ნენთა რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და დაღესტანის საზღვაო პორტზე. ასევე, იერიშები განხორციელდა მოსკოვის, ვორონეჟის, ასტრახანისა და ბრიანსკის ოლქებში მდებარე ობიექტებზე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.

„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ყოველდღიურ ტერორს აგრძელებს და ყოველდღიურად შესაბამის პასუხს იღებს“, – აცხადებს ზელენსკი.

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *