ზელენსკი პარტნიორებს: უკრაინას ახლა დაპირებები კი არა, დაპირებების შესრულება სჭირდება
By

ზელენსკი პარტნიორებს: უკრაინას ახლა დაპირებები კი არა, დაპირებების შესრულება სჭირდება

კიევზე რუსეთის მასირებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, დაჩქარდეს უკრაინისთვის დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება. მისი თქმით, რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე, უკრაინას პრაქტიკული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან შეთანხმებული ვალდებულებების დაგვიანება მძიმე შედეგებს იწვევს.
„რა თქმა უნდა, პუტინს არჩევნები აქვს. არჩევნები სექტემბერშია. ჩვენ ჩვენი სახელმწიფო უნდა დავიცვათ. მას სექტემბერში არჩევნები აქვს და სჭირდება ერთიანი საზოგადოება, რომელიც მის პარტიას, „ერთიან რუსეთს“ მხარს დაუჭერს. ამიტომაც სჭირდება ეს ყველაფერი. მას ქაოსის ეშინია. საჭიროა ძალის ჩვენება. ბრძოლის ველზე ასეთი ძალა აღარ აქვს და სწორედ ამიტომ აჩვენებს ძალას მსგავსი მასირებული თავდასხმებით. სწორედ ეს ხდება ახლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

  • No Comments
  • ივლისი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *