ზესტაფონელი გოგონას ნახატების გამოფენა – შუახევში
By

ზესტაფონელი გოგონას ნახატების გამოფენა – შუახევში

მარიამ ბეღელაძე ზესტაფონელია. იგი მეცხრე კლასის მოსწავლეა. წლევანდელ ზაფხულის არდადეგებს შუახევში, დედისეულ სოფელ ახალდაბაში ატარებს. იგი მხატვრობითაა გატაცებული. ხშირად სტუმრობს ახალდაბის საჯარო სკოლას, სადაც დედამისი ლია ზოიძე სწავლობდა. ლია უკვე სამი შვილის დედაა. წლების გასვლის მიუხედავად, მშობლიური სოფლის მასწავლებლებთან ურთიერთობებს აგრძელებს. შვილიც სკოლის ხშირი სტუმარია. მარიამმა სკოლის დირექტორ თემურ დავითაძესა და მასწავლებლებს თავისი მხატვრობით გატაცება გააცნო და სახელდახელოდ შესრულებული რამდენიმე ნახატიც სკოლას საჩუქრად დაუტოვა.

თემურ დავითაძემ მარიამის ნახატებს სკოლის ბიბლიოთეკაში მიუჩინა ადგილი, ამასთან, მისი ინიციატივით მარიამის ნახატები შუახევის რაიონული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გამოფინეს.

-რაიონული ბიბლიოთეკა 70 წელს ითვლის. მალე 50 წელი შესრულდება, რაც აქ ვმუშაობ. მრავალი ღონისძიების, სახელოვან ადამიანებთან შეხვედრების მომსწრეა სამკითხველო დარბაზი. ნორჩი მხატვრის შემოქმედებას პირველად ვმასპინძლობთ, დამთვალიერებლებიც არ გვაკლია, – გვითხრა ვეტერანმა ბიბლიოთეკარმა, ღირსების ორდენოსანმა მერი თურმანიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *