ზურაბ პატარაძე: დღეს თქვენ უკვე ხართ სტუდენტები – ჩვენი ახალი ძალა, უშრეტი ენერგია და ხვალინდელი დღე!
By

ზურაბ პატარაძე: დღეს თქვენ უკვე ხართ სტუდენტები – ჩვენი ახალი ძალა, უშრეტი ენერგია და ხვალინდელი დღე!

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებასა და მიღწეულ შედეგებს ყველა აბიტურიენტს ულოცავს. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდებისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ახალი შესაძლებლობებისა და მიზნებისკენ მიმავალ გზას ხსნის. ზურაბ პატარაძე სტუდენტებს წარმატებულ სასწავლო წლებს, პროფესიულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებს.

მისივე განცხადებით, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდობა ქვეყნის მომავლის მთავარი ძალაა, ხოლო სტუდენტობის პერიოდში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ახალი იდეები საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ყველა სტუდენტს გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე გადასვლას!

დღეს თქვენს ცხოვრებაში იწყება სრულიად ახალი, ცოდნის გაღრმავების, პიროვნული ზრდის, პროფესიული ორიენტირების და დიდი შესაძლებლობების ეტაპი. ის შრომა, მონდომება, მიზანდასახულობა და ძალისხმევა, რაც ამ შედეგებისთვის გაიღეთ, მართლაც ღირსეულად დაფასდა.

დღეს თქვენ უკვე ხართ სტუდენტები – ჩვენი ახალი ძალა, უშრეტი ენერგია და ხვალინდელი დღე! თქვენი ცოდნა, ენერგია, ინოვაციური ხედვა არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის სიძლიერის და განვითარების მთავარი გარანტი. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილ გამოცდილებასა და თქვენს ინტელექტუალურ რესურსს მთელი გულით მიუძღვნით ჩვენი სამშობლოს წინსვლას და წარმატებას!

განსაკუთრებულად ვულოცავ თქვენს მშობლებს, ოჯახებსა და პედაგოგებს, რომელთა უდიდესმა მხარდაჭერამ განაპირობა ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება.

საინტერესო და განსაკუთრებული შედეგებით სავსე სტუდენტურ წლებს გისურვებთ ყველას, გილოცავთ! “ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

  • No Comments
  • აგვისტო 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *