By
ზურაბ პატარაძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო.
პროფესიული დღე პოლიციელებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.