თამარ ჩერგოლეიშვილი –  ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო
By

თამარ ჩერგოლეიშვილი –  ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც  იგი ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ,,ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვინც ელისაშვილის  სასჯელს აპროტესტებენ, გონებასუსტები არიან.

„ბანერის დაჩხაპნისთვის სამი არასრულწლოვანი შვილის დედას აქვს მისჯილი 18 თვე. მზია ამაღლობელს ფურთხის სანაცვლოდ სილის გაწვნისთვის აქვს მისჯილი წლები!!!

ხალხი თვეობით ციხეში იჯდა იმის გამო, რომ წულუკიანის ფარსში არ მიიღო მონაწილეობა. მოხუცებს აკავებენ ტროტუარზე დგომისთვის!

ამასობაში ვიღაცები ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო და ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით.

თქვენ ხართ გონებასუსტები და ეს არის სიმართლე“, – წერს ჩერგოლეიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *