თანამშრომლობითი პროექტი
By

 თანამშრომლობითი პროექტი

ქალაქ ბათუმში მდებარე შავი ზღვის ეკოაკადემიამ, შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (ბულგარეთი), გარემოსდაცვითი მეცნიერებათა აკადემიის შავი ზღვის ფილიალთან (უკრაინა) და  კაჰულის ეკოკონსულტაციის ცენტრთან ერთად (მოლდოვა) დაიწყო ახალი პროექტი „კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მხარდასაჭერად რეგენერაციული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის შესახებ საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაცვლის მდგრადი ტრანსნაციონალური პლატფორმა“.   პროექტის მიზანია ოთხი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო თემების ცოდნის გაუმჯობესება სოფლის მეურნეობაში ეკოსისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შესახებ. ასევე, მათი ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შესახებ.

პროექტი  შარშან, 25 დეკემბერს დაიწყო.   ხანგრძლივობა 18 თვეა,  საერთო ბიუჯეტი – 438 445 ევრო, საიდანაც ევროკავშირის თანადაფინანსება 394, 6 ათასი ევროა. პროექტი ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ქსელის შექმნით.

პლატფორმის გამოყენებით, დაინტერესებული მხარეები გაეცნობიან კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მხარდამჭერ ეკოსისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას,  ჩაერთვებიან საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის ტრანსნაციონალურ გაცვლაში. პროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობების განვითარების აქტივობებს და საპილოტე პროექტებს ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებით.

მნიშვნელოვანია  მიწის გამოყენების, ნიადაგის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მიმდინარე კლიმატის და მომავლის პროგნოზების ციფრული რუკები თითოეული ქვეყნისთვის. განხორციელდება ოთხი საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროექტი. ინგლისურ და ეროვნულ ენებზე გამოიცემა სახელმძღვანელო რეგენერაციული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის შესახებ. მისი განხორციელების შედეგად, მცირე და საშუალო ფერმერებს შეეძლებათ გამოიყენონ ინდივიდუალურად ადაპტირებული პერმაკულტურა, რომელიც ნაკლებ გავლენას ახდენს ბუნებაზე, ეკონომიკურად იაფია და ნაკლებად უარყოფითი ეფექტი აქვს. პროექტი აგრძელებს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ტრადიციას, ეფუძნება მათ გამოცდილებას, რათა შეიმუშაოს და შესთავაზოს მათ ღია წვდომის პლატფორმები შავი ზღვის რეგიონში დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრთან ეფექტური კომუნიკაციისა და ჩართულობისთვის. პროექტი ფოკუსირებულია სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის, შესაბამისი ორგანოების, თემების და გარემოსდაცვითი მართვის ინსტიტუტებისა და ექსპერტების ჩართულობაზე.

  • No Comments
  • აპრილი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *