თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება
By

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავიარეისებს China Eastern Airlines-ი შეასრულებს. ფრენები კვირაში 3-ჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულება.
„China Eastern Airlines-ი მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივლისი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *