თორნიკე ფაღავა: ღმერთმა დაგვიფაროს, მოლდოვის დონეზე ვიყოთ
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა მოლდოვის პარლამენტის სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „საქართველოს მოლდოვის შურს“.
დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული პოზიცია რეალობას აცდენილია, რადგან საერთაშორისო კვლევები და უშუალოდ ევროკომისიის მონაცემები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.
„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ მოლდოვის დონეზე ვიყოთ ნებისმიერი ეკონომიკური და სახელმწიფო სტრუქტურის პარამეტრით. ამ ყველაფერს ადასტურებს არა ქართული ან მიკერძოებული კვლევა, არამედ ევროკომისიის მიერ ჩატარებული მონაცემები, სადაც არ არსებობს გაზომვადი პარამეტრი, რომლითაც საქართველო რამდენჯერმე არ უსწრებს მოლდოვას. აქედან გამომდინარე, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ღიმილისმომგვრელია მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება“, – აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.