ინგლისური ენის გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ
By

ინგლისური ენის გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასთან ერთად, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა და ინგლისური ენის გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს, გამოცდების ორგანიზების პროცესს გაეცნენ და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.

7 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში, ხოლო მასწავლებლები – ფიზიკაში აბარებენ.

2026 წლის გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაცია 83 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – 43 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მასწავლებლის გამოცდები 5 ივლისიდან მიმდინარეობს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 17 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 23-24 ივლისს ჩატარდება.

 

  • No Comments
  • ივლისი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *