ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები და მოქალაქეთა მიღება – პირველ მაისში
ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერ მამუკა თურმანიძისა და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელების ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები და მოქალაქეთა მიღება დასრულდა.
შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, მუნიციპალიტეტის მერი და სხვა ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ თემებში არსებულ მდგომარეობას და მოქალაქეების საჭიროებებს.
ამჯერად, გასვლითი სამუშაო შეხვედრა პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, სადაც თემში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების, სოციალური პროგრამების, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და საშემოდგომო სამუშაოების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის შემდეგ, მერი მოსახლეობასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების დროულად გადაჭრის მიზნით მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თენგიზ ყადიძე, მერის წარმომადგენელი პირველ მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში რაულ სალაძე და სოფლების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
– აღნიშნული შეხვედრები, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ჩართულობა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია. მოქალაქეებთან უშუალო დიალოგი იძლევა შესაძლებლობას, მათ საჭიროებებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე დროული რეაგირება გვქონდეს, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ორიენტირებულ პროცესებს, – თქვა მამუკა თურმანიძემ.
თამაზ მგზავრიძე