ირაკლი კობახიძე – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს
By

ირაკლი კობახიძე – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს და რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. მისი თქმით, აღნიშნული აქტიდან შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი. „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, ასეთი დოკუმენტები არა მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, არამედ, ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *