ირაკლი კობახიძე: ფასების გაიაფებაზე კონკრეტულმა  ქსელებმა ნაბიჯები გადადგეს
By

ირაკლი კობახიძე: ფასების გაიაფებაზე კონკრეტულმა  ქსელებმა ნაბიჯები გადადგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგმა სავაჭრო ქსელებმა  პროდუქტის გაიაფების მიმართულებით  კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგეს.

მისივე თქმით,  ფასების რეგულირების  კომისიამ ბაზარზე  არსებული სტრუქტურული  პრობლემები გამოავლინა და მიწოდების ჯაჭვის  შემოკლება  მომავალში ფასების  შემცირებას შეუწყობს ხელს.

პრემიერის განცხადებით,  „საოჯახო კალათის“  ფარგლებში, სავაჭრო ქსელები  სპეციალურ  ფასდაკლებებს  გარკვეულ პროდუქტებზე  მუდმივ რეჟიმში  შესთავაზებენ მომხმარებელს.

„მადლობა კონკრეტულ ქსელებს, რომ მათ პროდუქტის გაიაფების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაში, მიწოდების ჯაჭვი დამოკლდება და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე. ამას დასჭირდება საშუალოვადიან პერსპექტივაში მუშაობა, ესეც მოგვცემს შედეგს და ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • მაისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *