By
ირაკლი ცეცხლაძე აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე აბიტურიენტებს სოციალური ქსელით მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო – ერთიანი ეროვნული გამოცდები.
გისურვებთ წარმატებას, სიმშვიდესა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გაართმევს თავს ამ ეტაპს.
გისურვებთ, სტუდენტობის წლები სავსე იყოს საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული წარმატებებით.
წარმატებებს გისურვებთ“, – წერს ირაკლი ცეცხლაძე.