By
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ბაჰრეინსა და იორდანიაში აშშ-ის აქტივებს დაარტყეს
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს, დილით ბაჰრეინის შეიხ ისას და იორდანიის ალ-აზრაკის საჰაერო ბაზებზე აშშ-ის ობიექტებისკენ თავდასხმის დრონები გაუშვეს, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობენ დრონები ბაჰრეინისა და იორდანიის მიმართულებით, თუმცა გაურკვეველია, როდის ან სად არის გადაღებული ვიდეო.
დღეს, დილით ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირენები ჩაირთო და მოსახლეობას უსაფრთხოებისკენ მოუწოდეს.