ირანის წინააღმდეგ დარტყმების მასშტაბის გაფართოება განიხილეს
By

ირანის წინააღმდეგ დარტყმების მასშტაბის გაფართოება განიხილეს

დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წევრებთან ირანის წინააღმდეგ დარტყმების მასშტაბის გაფართოების საკითხი განიხილა, – ინფორმაციას ერთ-ერთი გამოცემა ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტუაციურ ოთახში შეხვედრა გამართა, სადაც ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ირანში სტრატეგიულ ობიექტებზე ახალი მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმები განიხილა.

გამოცემის ცნობით, ტრამპი მზად არის ესკალაციისთვის, რათა ირანს ისეთი მასშტაბის ზიანი მიაყენოს, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნას და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს.

სიტუაციურ ოთახში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა და ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მიიღეს.

 

  • No Comments
  • ივლისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *