ირანი ომის ყველა ფრონტზე დასრულებას მოითხოვს
By

ირანი ომის ყველა ფრონტზე დასრულებას მოითხოვს

ირანის სამშვიდობო წინადადება აშშ-ის მიმართ მოითხოვს ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, – ამის შესახებ ინფორმაცია ირანულ მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება.

მედიის ინფორმაციით, ირანის მიერ შეთავაზებული ტექსტი ომის ყველა მიმართულებით დასრულების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

გავრცელებული ცნობით, ტექსტი, რომელიც ამერიკულ მხარეს პაკისტანის მეშვეობით გაეგზავნა, აშშ-ს სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს. ასევე, ხაზს უსვამს ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულების აუცილებლობას, პირველადი შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

ომის დაუყოვნებლივ დასრულების გარდა, ირანი მოითხოვს გარანტიებს, რომ მათზე თავდასხმები აღარ განახლდება.

 

  • No Comments
  • მაისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *