ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ბექა დვალის კანდიდატურაა წარდგენილი
By

ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ბექა დვალის კანდიდატურაა წარდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ბექა დვალის კანდიდატურა პრეზიდენტს წარედგინა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ბექა დვალმა ისრაელის სახელმწიფოში ელჩის თანამდებობა 2026 წლის პირველი ივლისიდან უნდა დაიკავოს.

კიდევ ერთი განკარგულებით, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გამო, 2026 წლის პირველი ივლისიდან ბექა დვალი ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აღარ იქნება.

  • No Comments
  • აპრილი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *