By
კალმახის ლიფსიტები გაუშვეს
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კალმახის ბუნებრივი პოპულაციის აღდგენა და ეკოსისტემის მდგრადი განვითარება თითოეული ორგანიზაციისა და გარემოს დამცველის მთავარ საზრუნავადაა მიჩნეული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი ზონის მდინარეების დათევზიანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში 10 000 ცალი ქართული ნაკადულის კალმახის ლიფსიტა გაუშვეს.
თამაზ მგზავრიძე