კიევზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა
By

კიევზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

20 აგვისტოს, ღამით რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად, კიევში საცხოვრებელი შენობები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები დაზიანდა.

უკრაინის დედაქალაქში 21 აგვისტო რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა.

  • No Comments
  • აგვისტო 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *