კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა მუშავდება
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გახსნეს.
კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურ წარდგენას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების გავლენაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში, ადაპტაციის ეფექტიანი ღონისძიებების მნიშვნელობასა და რეგიონულ დონეზე კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობაზე. როგორც დენის სალუქვაძემ აღნიშნა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი საზოგადოების აქტიური თანამშრომლობა. მინისტრის თქმით, ადაპტაციის ეროვნული გეგმა ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრადობის გაძლიერებას.
გალერეა
