კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას
By

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს – ედნარ ნატარიძე კანონმდებლების წინაშე 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიმოხილვით წარდგა.

მომხსენებლის განცხადებით, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, შემოსულობების ნაწილში, დაგეგმილზე 10 %-ით გადაჭარბებით შესრულდა. შემოსავლების უდიდესი ნაწილი მოდის საშემოსავლო გადასახადზე, რაც გაზრდილი სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შედეგია. გასული წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, მინისტრის განცხადებით, 911 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული და 85 %-ით შესრულდა.

ედნარ ნატარიძემ კომიტეტების წევრებს სამინისტროებისა და ცალკეული უწყებების ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლების პარალელურად, ინფორმაცია მიაწოდა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებებზე. მომხსენებლის განმარტებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის წლიური შესრულების მაჩვენებელი – 78, ხოლო კულტურის სამინისტროს – 83 %-ს შეადგენს. ამასთან, როგორც ცნობილია, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 2025 წლის მარტიდან, გამოეყო კულტურის მიმართულება და შეიქმნა ახალი სამინისტრო.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *