კულტურის ერთობლივი პროექტები განიხილეს
By

კულტურის ერთობლივი პროექტები განიხილეს

აჭარის კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა ორგანიზაცია „KulturLeben Berlin“-ისა და კომპანია „Kolchi Event“-ის დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ანჟელა მაიენბურგთან და ინკლუზიურ ორკესტრ „Utopia Orchestra“-ს პროექტის ხელმძღვანელ, მაესტრო მარიანო დომინგო-პუერტასთან.

შეხვედრაზე ვლადიმერ მგალობლიშვილი ინკლუზიური ორკესტრის ჩამოყალიბების საფუძვლებსა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, ისაუბრეს სოციალური პროექტის მიზნებსა და მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებზე, განიხილეს კულტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობები როგორც აჭარაში, ასევე ბერლინში.
ვლადიმერ მგალობლიშვილი, ასევე, შეხვდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გერმანიაში ალექსანდრე კარტოზიას.

შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო მასშტაბით ქართული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და ხალხებს შორის კავშირების განმტკიცების პროცესში კულტურული დიპლომატიის როლზე.

აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილემ ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და ანსამბლ „ბათუმის“ საიუბილეო საგასტროლო ტურნეს ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *