By
ლაშქრობა – მაჭახელას ხეობაში
ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის მაჭახელას ხეობაში ლაშქრობა მოეწყო. მისი მიზანი ახალგაზრდებში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ბუნებრივი და ტურისტული ღირსშესანიშნაობების გაცნობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდული ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
ლაშქრობაში ქედის საჯარო სკოლების 30-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. მათ მოინახულეს მაჭახელის ხეობის ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილები, დაათვალიერეს მაჭახელას ეთნოგრაფიული და თოფის მუზეუმები, მირვეთის ჩანჩქერი, გვარას ციხე, ცხემლარას ხიდი და ჩანჩქერი.
ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
თამაზ მგზავრიძე