ლუკას გიგამაც მიბაძა
By

ლუკას გიგამაც მიბაძა

ძმები ლუკა და გიგა სვანიძეები შუახევის რაიონის სოფელ ტბეთის ლომსიანეთის უბნის მკვიდრები არიან. უბანი სოფლის სკოლას დიდი მანძილითაა მოშორებული. მშობლებმა სპორტული მონაცემების ბიჭები   სასწავლებლად და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სავარჯიშოდ ბათუმში გადაიყვანეს. მწვრთნელი ზურა კეკელიძე მათზე იმედებს ამყარებს. ლუკა უკვე ერთ-ერთი რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულია.

უფროს ძმას არც 10 წლის გიგა ჩამორჩა. წლევანდელ თამარობაზე, ოზურგეთში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში  შაქრო ტუღუშის და იური ხომერიკის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა.  გიგამ 35-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ყველა მეტოქეს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • მაისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *