მადლობის სიგელი – მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის
By

მადლობის სიგელი – მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა არველაძე და ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი დავით ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახურის შევსების საკითხები, რომელიც 18-დან 51 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეების ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურში ჩართულობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახურში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც არიან ჩართული. არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია წარადგინა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.

ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკმა დავით ბოლქვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ ბერიძეს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ჯამბულატ მელაძე, ნური გორგაძე და ნადიმ ვასაძე, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ხულოს მუნიციპალური განყოფილების უფროსი ვაჟა კოჩალიძე და ამავე განყოფილების სერჟანტი თემურ აბულაძე.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ივლისი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *