მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველოსთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს ესაჭიროება
By

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველოსთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს ესაჭიროება

რა კონტექსტშიც ხდება უკრაინული მხარის გააქტიურება, არის ერთი – საქართველოს როლი დაკავშირებადობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„დღეს საქართველოსთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს ესაჭიროება, რაც ბუნებრივია და არ არის გამორიცხული, რომ იგივე საჭიროებები დგას სწორედ უკრაინული მხარისთვისაც. შესაბამისად, ადვილად ასახსნელია, თუ რატომ სჭირდებათ დღეს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან შეცვლილ რიტორიკაზეც.

„დარწმუნებული ვარ, კამერის მიღმა და იმ სიტყვების მიღმა ყველამ კარგად იცის, რამდენად უსამართლო იყო ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ შეცვლილ რიტორიკას, იგრძნობა სხვაობა თუნდაც კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ხედავ უსამართლო დამოკიდებულებას, სრულიად არარეალურ კომენტარებს, რეზოლუციებს, ნაბიჯებს, რთულია ამ ყველაფრის ერთ დღეში შემობრუნება და ერთ დღეში ამ ყველაფრის დავიწყება. ჩვენ გვესმის, რომ ასე ვერ მოხდება, თუმცა გარკვეული დინამიკა შეიმჩნევა. მე იმედი მაქვს, მივალთ იქამდე, რომ ეს დამოკიდებულება უკვე საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

  • No Comments
  • მაისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *