მაკა ბოჭორიშვილი – ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს
By

მაკა ბოჭორიშვილი – ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბარში კანადაში ვიზიტი შეაჯამა.
მისი განცხადებით, ეს ვიზიტი იყო შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დაეჭირა მხარი საქართველოს უკრაინისთვის.
„ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მნიშვნელოვანია, რომ კანადა არის ის ქვეყანა, რომელსაც ერთგვარად ხელმძღვანელობა აქვს აღებული იმ კოალიციის, რომელიც ფოკუსირდება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ საკითხებზე ნორვეგიასთან ერთად. მსგავსი მინისტერიალი უკვე მეორედ იმართება. საქართველო იყო მიწვეული ამ ღონისძიებაზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ისეთი კამპანიები იმართებოდა საქართველოსთან მიმართებით, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა ძირითადად, შეუმჩნეველი რჩებოდა, ან არავინ აკეთებდა ამაზე აქცენტს. უნდა ითქვას, რომ საქართველო არავის ჩამორჩება უკრაინასთან მიმართებაში ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში. არაერთხელ ვუმასპინძლეთ უკრაინელ ბავშვებს. ასობით უკრაინელი ბავშვი ისვენებს ზაფხულობით საქართველოში საზაფხულო ბანაკებში. ამას რამდენიმე ქვეყანა აკეთებს უკრაინისთვის და მათ შორისაა საქართველო. ჰუმანიტარული წესით, საქართველოს არაერთხელ გაუწევია დახმარება უკრაინისთვის“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *