მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
By

მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა განიხილეს, მათ შორის, ფართო რეგიონის განვითარების კონტექსტში.
მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით დიალოგის აუცილებლობაზე. საუბარი ასევე, შეეხო შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფარგლებში ურთიერთქმედების გაძლიერების საჭიროებას.
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში „სოფიის ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *