მარიამ ბოლქვაძის  წარმატება
By

მარიამ ბოლქვაძის  წარმატება

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ  ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, უიმბლდონზე, ძირითად ბადეში კარიერაში პირველი შეხვედრა გამართა და ავსტრალიის სახელით მოასპარეზე აილა ტომლიანოვიჩი (94) 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა.
მარიამმა უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრამდე ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ჯულია გრაბერი, კინოშიტა და ვანდრომი დაამარცხა.

მარიამი   დღეს ამერიკელ ეშლინ კრუგერს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათის შემდეგ დაიწყება.

  • No Comments
  • ივლისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *