მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7 პროცენტით გაიზარდა
By

მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

ამავე დროს, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში.

  • No Comments
  • აპრილი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *