მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
By

მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. დაბა ხულოში  მიმდინარეობს 400 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარის არმირების სამუშაოები, ასევე, დაგეგმილია არსებული რეზერვუარის შეკეთება  და მისი ტევადობის გაზრდა.

დეკანაშვილებში, ქვემო ვაშლოვანში და თხილაძირში მონტაჟდება სეპტიკური ავზები და ეწყობა წყალარინების სისტემები. დიოკნისში  დასრულდა 100 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა და დაგეგმილია მისი ტესტირება. დაწყებულია სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები 11 სოფელსა და დაბა ხულოს მოიცავს. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში თანამედროვე და მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შექმნა.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *