მერვე მუნიციპალური კონფერენცია
„სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“ – ამ თემაზე შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების VIII მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მიზანი პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა იყო.
კონფერენციაში მონაწილე 52 პედაგოგმა საგნობრივ სექციებში მოხსენებები წარადგინეს. სექციებისა და პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ და დამსწრეთ სიტყვით მიმართეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ, აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა სულიკო თებიძემ, ბათუმის მასწავლებლის სახლის წარმომადგენელმა ლალი ლომთათიძემ, სმთმპ-ის შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ. მათ სექციებში მონაწილე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცეს. მადლობის ბარათები გადაეცათ მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლებს.
ცოტნე ცაბაძე