„მე მომავალში“ – კამპანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, უკვე მეორე წელია საჯარო სკოლებში მიმდინარეობს კამპანია „მე მომავალში“.
კამპანიის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რომლის ფარგლებში გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება.
ინიციატივის მხარდამჭერია აჭარის მთავრობა, რომლის ხელშეწყობითაც რეგიონის საჯარო სკოლებში ფრენბურთის ტურნირები ჩატარდა.
10 მაისს პროექტში ჩართულ 15 საჯარო სკოლას შორის გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრები, რის შედეგადაც გამოვლინდა ოთხი ფინალისტი სკოლა.
ფინალური თამაშები და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დღეს, 25 მაისს, 18:00 საათზე, ბათუმის სპორტის სასახლეში (ლადო ასათიანის N27) გაიმართება.